ადამიანი ბუნებისთვის

ბუნებისთვის - ადამიანი ბუნებისთვის

ადამიანი ბუნების ნაწილია, მისი სიცოცხლე მთლიანად ბუნებაზეა დამოკიდებული და თავადაც ბუნების, სიცოცხლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.

სიცოხცლისთვის საჭირო ყველა რესურსს – ჟანგბადი, წყალი, საკვები…  ადამიანი ბუნებიდან იღებს. ამ რესურსს მოფრთხილება სჭირდება, რის გარეშეც ცოცხალი სამყაროს მომავალს საფრთხე ექმნება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება –  ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას – „ადამიანი ბუნებისთვის“.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზები და დედამიწის სხვადასხვა კუთხის აბორიგენი მოსახლეობის წვლილი მის შენარჩუნებაში.

პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის საშუალებით გაეცნობიან ტექნიკური პროგრესისა და სამომხმარებლო საზოგადოების პირობებში როგორ შორდება ადამიანი ბუნებას,  რაც ზიანს აყენებს მთლიანად  ცოცხალ სამყაროს.  პროგრამის მონაწილეები,  ბუნების დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასთან ერთად, შეიტყობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ აბორიგენ მოსახლეობაზე, რომელიც ინარჩუნებს ცხოვრების ტრადიციულ სტილს და ეს უპირველეს ყოვლისა, ბუნებასთან კავშირია.

დედამიწის შესახებ უამრავი სიმღერაა შექმნილი, რომელიც შეიძლება ჰიმნად მივიჩნიოთ, მონაწილეები მოისმენენ XX საუკუნის 70-იან წლებში შექმნილ „დედამიწის ჰიმნს“ ამერიკული ჯგუფის „The Turtles“ შესრულებით.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები თავად „შექმნიან“ ბუნების დაცვით ორგანიზაციებს. წარმოადგენენ ორგანიზაციის სლოგანს და ლოგოს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

  • ◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  • ◈ ასაკობრივი ჯგუფი: 8 წლიდან
  • ◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ◈ კვირა, 15:00 საათი
  • ◈ ღირებულება: 10 ლარი
  • ◈ ქ. თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
  • ◈ 577 27 00 45 | 593 90 94 16 | (+995 32) 2 305 001