ადამიანის უფლებები ტრადიციულ საზოგადოებაში

LELI7219 1 scaled - ადამიანის უფლებები ტრადიციულ საზოგადოებაში

ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმის თანამშრომლობით 27 ივნისს, საჯარო დისკუსიათა ციკლის „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ“, რიგით მესამე საჯარო შეხევდრა გაიმართა თემაზე „ადამიანის უფლებები ტრადიციულ საზოგადოებაში“.

ძირითად მომხსენებლად მოწვეული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – გიგა ზედანია, რომელმაც საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა აუდიტორიას და საკმაოდ აქტიური დისკუსია გამოიწვია.

მსჯელობაში ასევე ჩაერთო დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მთავარი მრჩეველი პოლ დალტონი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა წარმომადგენლები, ასევე ახალქალაქისა და ყვარლის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

დისკუსიათა ციკლის მიზანია, თანამშრომლობის გზების გამონახვა ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და გადწყვეტილების მიმღებ პირებს შორის და ერთიანი ძალისხმევის ხელშეწყობა თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის.