გაინტერესებთ მუსიკისა და ფერების ურთიერთკავშირი? ნოტების დასახელებების წარმომავლობა?
ამ და სხვა მრავალ კითხვაზე მრავალფეროვან პასუხებს მოისმენთ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაზე „მუსიკა და ფერები“.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია გააცნოს სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მუსიკალური ნოტები, ფერების ისტორია და მათი ურთიერთკავშირი.
ფერები ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ისინი სამყაროს აღქმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას, გრძნობებს, განწყობას და სხვადასხვა ემოციას უკავშირდება. თუ ფერები წარსულში რიტუალურ დატვირთვას ატარებდა, დროთა განმავლობაში ახალ დანიშნულებას და მნიშვნელობას იძენს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ განსხვავებული ხასიათის მუსიკალურ ნაწარმოებებს. გაეცნობიან თუ რა საშუალებებს იყენებენ კომპოზიტორები მუსიკის ჩასაწერად. საიდან მომდინარეობს ნოტების დასახელებები.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც ფერადი შუქის მონაცვლეობით სრულდება.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
- ◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
- ◈ ასაკობრივი ჯგუფი: 6 წლიდან
- ◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
- ◈ შაბათი, 15:00 საათი
- ◈ ღირებულება: 10 ლარი
- ◈ ქ. თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N10
- ◈ (+995 32) 2 305 001