ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში ნანა ჯანასიას საჯარო ლექცია – “უფლება სუფთა გარემოზე” გაიმართა

347249251 1436838517165177 6154823194253876602 n - ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში ნანა ჯანასიას საჯარო ლექცია - "უფლება სუფთა გარემოზე" გაიმართა

25 მაისს, ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში ბიოლოგისა და მკვლევარის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშიას საჯარო ლექცია – „უფლება სუფთა გარემოზე“ გაიმართა.

ლექცია ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საჯარო დისკუსიათა ციკლის „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ ფარგლებში გაიმართა.

18 მაისს მსოფლიოში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ყოველწლიურად განსხვავებული თემატიკით აქცენტირდება. 2023 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა -„მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა”. მუზეუმებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებაში. მუზეუმებს, როგორც სანდო ინსტიტუციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას კლიმატურ ცვლილებებზე ზემოქმედების მხარდაჭერით, ინკლუზიურობის ხელშეწყობით, სოციალური იზოლაციის დაძლევითა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებით.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს  ისტორიის კონტექსტში.