ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს მხატვარ პაატა მერაბიშვილის მიერ შესრულებული ბარათაშვილის პორტრეტი გადაეცა

750 3547 scaled - ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს მხატვარ პაატა მერაბიშვილის მიერ შესრულებული ბარათაშვილის პორტრეტი გადაეცა
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს მხატვარ პაატა მერაბიშვილის მიერ შესრულებული ბარათაშვილის პორტრეტი გადაეცა საჩუქრად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი თეონა ტაბატაძე, მხატვარი პაატა მერაბიშვილის, ვანდა გალერეას დამფუძნებელი ვანდა მუჯირი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტს მხატვარი 6 წლის მანძილზე ხატავდა და მისი მუზუემისთვის გადაცემის ინიციატივა მაშინ გაუჩნდა, როდესაც იგი ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა.
ღონისძიებას ვანდა გალერიმ უმასპინძლა.