21 მაისს, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პედაგოგ-ქორეოგრაფ ანა ღვინიაშვილის საჯარო ლექცია „ცეკვა – ინკლუზიური ხელოვნება“ გაიმართა.
მოწვეულმა სტუმარმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა იმ უნარებზე ისაუბრა, რომელიც მათ საცეკვაო ხელოვნების სწავლების პერიოდში უვითარდებათ. მომხსენებელმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა დაკვირვება, თუ როგორ მიმდინარეობს შინაგანი გარდაქმნის ეტაპების გამოხატვა ცეკვისა და მოძრაობის ენით, თუ როგორ უნდა გაარღვიო საზღვრები და დაინახო შეუზღუდავი შესაძლებლობები შეზღუდულ შესაძლებლობებს მიღმა.
სპიკერმა მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ისაუბრა, იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომელიც ხელოვნების კუთხით შშმ პირთა ინტეგრაციას უკავშირდება საზოგადოებაში და პირიქით, იმ მოცემულობაზე, როცა შეზღუდულ შესაძლებლობებსა და ხელოვნებას შორის ზღვარი იშლება.
საჯარო ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.