ბარათაშვილი და თბილისი

და თბილისი 01 - ბარათაშვილი და თბილისი

გამოცემა „ბარათაშვილი და თბილისი“ აერთიანებს პოეტის ბიოგრაფიას, შემოქმედებასა და პირად წერილებს, რომლებიც ასახავენ ეპოქის მოვლენებს, ჰყვებიან ქალაქის ამბებსა და სოციალურ-კულტურულ ვითარებას. გამოცემა მცდელობაა გვამოგზაუროს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი  თანამედროვეთა მოგონებებში, რომელიც იმდროინდელი თბილისური ისტორიებითაა შევსებული  და  ლიტერატურული მოგზაურობაა XIX საუკუნის  20-40-იანი წლების ქალაქში.

თბილისის კვლევა თბილისის მუზეუმების გაერთიანების  ერთ ერთი კვლევითი  მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ამ სერიის პირველი ორი გამოცემა: „გალაკტიონი და თბილისი“, „ილია და თბილისი“.

წიგნში წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება. გამოცემა მოგვითხრობს პოეზიის და თბილისის სიყვარულზე, იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება.

წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე ბარათაშვილის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში. გამოცემაში წარმოდგენილი ხელნაწერები და ფოტოები დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“

ღირებულება: 29 ლარი