IMD2023-ღამე ილიას სახლში

18.05.2023 ღამე მუზეუმში 2 scaled - IMD2023-ღამე ილიას სახლში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება  მუზეუმების საერთაშორისო დღის ღონისძიებას შეუერთდა და 2023 წლის 18 მაისს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებას უმასპინძლა.

IMD2023 ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმმა 18 მაისის 21:00 საათიდან  დაინტერსებულ პირებს მე-19 საუკუნის თბილისის ყველაზე გამორჩეულ სახლში უმასპინძლა, სადაც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიებთან ერთად, ღამის მუზეუმის სტუმრებს მუსიკალური კომპოზიციები და სხვადასხვა საგანამანთლებლო აქტივობები ელოდათ .

„ღამე მუზეუმში“ პირველად 1997 წელს მოეწყო ბერლინში. შემდგომში მსგავსი აქციების ჩატარება ტრადიციად იქცა ევროპის 120 ქალაქში. 2005 წელს საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრომ  „მუზეუმების ევროპული ღამე“ დააფუძნა, ხოლო 2011 წლიდან ევროპის 40 ქვეყნის 4000-ზე მეტი მუზეუმი ჩაერთო საერთაშორისო სამუზეუმო აქციაში, რომელსაც ორგანიზებას ევროპის საბჭო, UNESCO და ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) უწევენ. მუზეუმებისა და სხვა საგამოფენო სივრცეების რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით ამგვარი აქციის მოწყობა მუზეუმების აუდიტორიის გაფართოებასა და მუზეუმის როლის, სამუზეუმო კოლექციებისა და ზოგადად, სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.