18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო ღამე

18.05.2023 ღამე მუზეუმში 2 scaled - 18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო ღამე

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ტრადიციულად უერთდება მუზეუმების საერთაშორისო ღამეს და 18 მაისს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გიმასპინძლებთ.

მუზეუმების საერთაშორისო ღამისადმი მიძღვნილი ღონისძიება საღამოს 21:00 დაიწყება. გაიხსნება მუზეუმის ცენტრალური შემოსასვლელი კარი და თითოეული დაინტერესებული პირი მიიღებს ფერად, ლამაზ, დახვეულ გრაგნილს, რომელზეც ეწერება „ფრაზები მომავალში“, რაც მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული გზავნილებით ჩაერთონ ინტერაქციაში და მუზეუმის სხვა სტუმრებთან ერთად შეძლონ მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი მემორირებული პირების შემოქმედებიდან გააჟღერონ მნიშვნელოვანი გზავნილები.

მუზეუმის ღამის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, სრულად დაათვალიერონ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი და მოისმინონ ის საიტერესო ამბები, რომლებიც მე-19 საუკუნის ყველაზე გამორჩეულ სახლს უკავშირდება. დამთვალიერებლებს მუზეუმის ეზოში  ასევე ელოდებათ სასიამოვნო მუსიკალური კომპოზიციები და სხვა.

შეგახსენებთ, რომ „მუზეუმების ღამე“ პირველად 1997 წელს მოეწყო ბერლინში. შემდგომში მსგავსი აქციების ჩატარება ტრადიციად იქცა ევროპის 120 ქალაქში. 2005 წელს საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრომ  „მუზეუმების ევროპული ღამე“ დააფუძნა, ხოლო 2011 წლიდან ევროპის 40 ქვეყნის 4000-ზე მეტი მუზეუმი ჩაერთო საერთაშორისო სამუზეუმო აქციაში, რომელსაც ორგანიზებას ევროპის საბჭო, UNESCO და ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) უწევენ. მუზეუმებისა და სხვა საგამოფენო სივრცეების რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით ამგვარი აქციის მოწყობა მუზეუმების აუდიტორიის გაფართოებასა და მუზეუმის როლის, სამუზეუმო კოლექციებისა და, ზოგადად, სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.