EMYA 2023: სპეციალური აღნიშვნის კატეგორია – გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

52876009510 b1a9fc113b o scaled - EMYA 2023: სპეციალური აღნიშვნის კატეგორია - გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

ევროპის მუზეუმების ფორუმი EMYA 2023 კატეგორიაში – “სპეციალური აღნიშვნის პრიზი” გამარჯვებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი.

„სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა მუზეუმს, რომელიც პატივს სცემს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ ეროვნულ ფიგურას, რომლის მოღვაწეობაც აღინიშნება როგორც ეროვნული თავისუფლების, განთავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლო. ამ მემკვიდრეობის სულისკვეთებით, მუზეუმი იწვევს თავის ვიზიტორებს დაფიქრდნენ ისტორიულ ბრძოლებზე და მათგან შთაგონებას იღებს საზოგადოების თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად.

გამარჯვებული მუზეუმი აჩვენებს კრეატიულ და წარმოსახვით მიდგომებს ცოდნის გამომუშავების, ინტერპრეტაციის, პრეზენტაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ – ყველაფერი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის ძირითადი ღირებულებების ფარგლებში.

2023 წლის კონფერენციის მთავარი თემა იყო „დემოკრატია და დემოკრატიზაცია: გადაუდებელი გამოწვევები დღეს“.

ფორუმი ორგანიზებული იყო ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ და მასპინძლობდა ბარსელონას ისტორიის მუზეუმი – MUHBA. ევროპული მუზეუმების ფორუმი 33 ნომინირებულ მუზეუმს, 250-ზე მეტ მონაწილეს, ყოფილ გამარჯვებულებსა და პარტნიორებს მასპინძლობდა.

EMYA სქემის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები წარდგენილ იქნა EMYA2023 წლიური კონფერენციისა და დაჯილდოების ცერემონიის ბოლო დღეს, რომელიც 2023 წლის 6 მაისს ბარსელონაში გაიმართა.

ყოველწლიური მუზეუმების ფორუმსა და წლის კონკურსში მონაწილეობა ახალ გახსნილი ან რესტავრირებული მუზეუმის უფლებაა. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, 2017 წელს დაიწყო  და 2021 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა დამთვალირებლებისა და ვიზიტორებისთვის. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ 2023 წლის კონკურსში, განაცხადი 2022 წელს შეიტანა და შერჩევის პროცესი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

2023 წლის ევროპის მუზეუმების ფორუმზე საქართველოს ორი მუზეუმი მონაწილეობდა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი – ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელსაც კონკურსის ერთ – ერთი პრესტიჟული პრემია – სილეტოს პრიზი გადაეცა.