EMYA 2023: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის წარდგენა

Emya 2023 2 - EMYA 2023: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალური მუზეუმის წარდგენა

ევროპის მუზეუმების ყოველწლიური ფორუმი EMYA 2023 გრძელდება.

სამუზეუმო სფეროს ყველაზე პრესტიჟულ ფორუმზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა – ნინი სანადირაძემ საუკეთესო მუზეუმებს შორის ნომინირებულ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, მუზეუმის მნიშვნელობა, ჩატარებული სამუშაოები და რეაბილიტაციის პროცესი წარადგინა.

სესია, რომლის ფარგლებშიც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმის წარდგენა გაიმართა, ისტორიული გმირების მნიშვნელობას, მათ საქმიანობას და ისეთ საზოგადოებრივ აქტივობებს ეძღვნებოდა, რომელიც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და ყველა თაობისთვის მაგალითსა და ინსპირაციას წარმოადგენს.

სესია კითხვა – პასუხის რეჟიმში დისკუსიით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ EMYA 2023 ევროპის მუზეუმების ფორუმის ეგიდით ტარდება და სამუზეუმო სფეროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსს წარმოადგენს. კონკურსის ნომინანტებს შორის, წელს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია წარდგენილი. გამარჯვებული მუზეუმების დაჯილდოვების ცერემონია 6 მაისს გაიმართება.