ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში სულხან სალაძის საჯარო ლექცია -„ზღვა და ქართველები ძველ ევროპულ რუკებზე“ გაიმართა

DSC 0356 scaled - ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში სულხან სალაძის საჯარო ლექცია -„ზღვა და ქართველები ძველ ევროპულ რუკებზე“ გაიმართა

2023 წლის 27 აპრილს, ილიასეული ,,ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში იურისტისა და მკვლევარის სულხან სალაძის საჯარო ლექცია – „ზღვა და ქართველები ძველ ევროპულ რუკებზე“ გაიმართა.

ლექციის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა წარმოადგინა რუკები, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ გამოსახავდნენ და როგორ მოიხსენიებდნენ ქართველებსა და საქართველოს, ზღვასა თუ მდინარეებს, დასახლებულ პუნქტებს, ქალაქებს თუ სოფლებს უძველეს ეროპულ რუკებზე.

დამსწრე აუდიტორიამ ძველი ევროპული რუკების მაგალითზე იხილა ქართული სახლემწიფოებრიობის განვითარება XIX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, მანამ-სანამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნამ მსოფლიო რუკებიდან არ გააქრო ჩვენი ქვეყანა.

მკვლევარის ინტერესის სფეროს ევროპაში საქართველოზე არსებული მასალების შესწავლა წარმოადგენს. ძველი ევროპული რუკების შეგროვება სულხან სალაძემ, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. შარდენის მიერ შესრულებული, ძველი თბილისის ჩანახატი გახდა მისი კოლექციის პირველი ნიმუში, სადაც დღეისათვის არაერთი უნიკალური, უძველესი გრავიურა თუ რუკა იყრის თავს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.