„მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შორის საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება

341074008 1105703767486503 7374631787875683096 n - „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შორის საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება

2023 წლის 13 აპრილს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში განთავსებულ 18 არასრულწლოვან მსჯავრდებულს საგანმანათლებლო პლატფორმის – „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ ფარგლებში – დედაენის დღესთან დაკავშირებით ქართული ანბანის ისტორიის, განვითარებისა და ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშების შესახებ გააცვნეს ინფორმაცია. შეხვედრის ბოლოს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ ჩვენება გაიმართა.

აღნიშნული თანამშრომლობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შორის 2022 წლის ზაფხულში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში მსჯავრდებულთა ჩართულობითა და ინტერაქციით მიმდინარეობდა.

მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და ზრდის მათ დაინტერესებას აკადემიური თუ პროფესიული სწავლების მიმართ.