თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას – ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის პოზიციაზე

9x16 1 - თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას –  ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის პოზიციაზე

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას –  ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო აღწერილობა:

  • კომპიუტერების პროგრამული, აპარატურული და ქსელური მოწყობილობების გამართვა, სისტემების ადმინისტრირება;
  • ტექნიკის პარკის მართვა და შესაბამის მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობილობების დაყენება გამართვა (პრინტერი, სკანერი და ა.შ.);
  • ქსელურ ინფრასტრუქტურაში კომპლექსური ცვლილებების განხორციელება და მისი განვითარება/მხარდაჭერა;
  • ქსელური აპარატურის კონფიგურაცია და მართვა;
  • ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციაში IT საკითხების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების ზოგადი ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზების შექმნის, მოწყობა-გამართვისა და ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა (აუცილებელია);
  • ქართული, ინგლისური ენების ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms word, Ms office, excel, power point, outlook, internet Explorer, php,mysql, HTML )

ანაზღაურება: 990 ლარიდან

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ – ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი

  • რეზიუმე (СV);
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის სამუშაო უნარ-ჩვევები;

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 აპრილი

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

კანდიდატები გასაუბრების პროცესისთვის შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.