თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას – „ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ – მუზეუმის“ ფონდის მცველის პოზიციაზე

9x16 2 - თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას – „ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ - მუზეუმის“ ფონდის მცველის პოზიციაზე

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას – „ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ – მუზეუმის“ ფონდის მცველის პოზიციაზე

სამუშაო აღწერილობა:

  • მუზეუმის კოლექციების კონტროლი, აღრიცხვა, კატალოგიზაცია და შენახვა;
  • კოლექციების მართვის პროცესში მონაწილეობა არსებული სამუზეუმო პრაქტიკის შესაბამისად;
  • მუზეუმის კოლექციების მონაცემთა ბაზის ინტეგრაცია და ნარატიული აღწერილობების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • კოლექციების საკატალოგო ინფორმაციის მომზადება და დამუშავება;
  • კოლექციების და ფონდების მენეჯერის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებში ჩართულობა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საკონსულტაციო დახმარება დამთვალიერებლებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებისას;
  • მუზეუმის ფონდებისა და კოლექციების კვლევა სტრუქტურული ერთეულის კურატორის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით;
  • სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის შესრულება;
  • სამუზეუმო ექსპონატების პასპორტიზაციის განხორციელება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • კურატორის მიერ დაგეგმილი სხვა საქმიანობის შესრულება მუზეუმის კოლექციებისა და საფონდო საკითხებში;
  • სარესტავრაციო ლაბორატორიასთან თანამშრომლობა და კოორდინაციული მუშაობა დადგენილი წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება სპეციალიზაციის სფეროში ან შესაბამისი გამოცდილება;
  • მაღალი კვალიფიკაცია სამუზეუმო კოლექციის რომელიმე დისციპლინაში;
  • სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა ან პუბლიკაციების ავტორობა;
  • ობიექტების შერჩევის, შეფასების, კონსერვაციის, რესტავრაციისა და ექსპონირების მეთოდების ცოდნა;
  • სამუზეუმო და კოლექციონირების ეთიკის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office – Excel, Word).

ანაზღაურება: 880 ლარიდან

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ – „ქ. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ – მუზეუმის“ ფონდის მცველი

  • რეზიუმე (СV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 აპრილი

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

კანდიდატები გასაუბრების პროცესისთვის შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.