თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას – „ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ – მუზეუმის“ ფონდის მცველის პოზიციაზე
სამუშაო აღწერილობა:
- მუზეუმის კოლექციების კონტროლი, აღრიცხვა, კატალოგიზაცია და შენახვა;
- კოლექციების მართვის პროცესში მონაწილეობა არსებული სამუზეუმო პრაქტიკის შესაბამისად;
- მუზეუმის კოლექციების მონაცემთა ბაზის ინტეგრაცია და ნარატიული აღწერილობების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
- კოლექციების საკატალოგო ინფორმაციის მომზადება და დამუშავება;
- კოლექციების და ფონდების მენეჯერის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა და განხორციელება.
- საკონსულტაციო დახმარება დამთვალიერებლებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებისას;
- მუზეუმის ფონდებისა და კოლექციების კვლევა სტრუქტურული ერთეულის კურატორის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით;
- სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის შესრულება;
- სამუზეუმო ექსპონატების პასპორტიზაციის განხორციელება დადგენილი წესის შესაბამისად;
- კურატორის მიერ დაგეგმილი სხვა საქმიანობის შესრულება მუზეუმის კოლექციებისა და საფონდო საკითხებში;
- სარესტავრაციო ლაბორატორიასთან თანამშრომლობა და კოორდინაციული მუშაობა დადგენილი წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება სპეციალიზაციის სფეროში ან შესაბამისი გამოცდილება;
- მაღალი კვალიფიკაცია სამუზეუმო კოლექციის რომელიმე დისციპლინაში;
- სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა ან პუბლიკაციების ავტორობა;
- ობიექტების შერჩევის, შეფასების, კონსერვაციის, რესტავრაციისა და ექსპონირების მეთოდების ცოდნა;
- სამუზეუმო და კოლექციონირების ეთიკის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office – Excel, Word).
ანაზღაურება: 880 ლარიდან
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com
გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ – „ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ – მუზეუმის“ ფონდის მცველი
- რეზიუმე (СV);
- სამოტივაციო წერილი;
- სარეკომენდაციო წერილი
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 აპრლი
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
კანდიდატები გასაუბრების პროცესისთვის შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.