თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას – „ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის“ გამოფენების მენეჯერის პოზიციაზე

9x16 2 - თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას –  „ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალური მუზეუმის“ გამოფენების მენეჯერის პოზიციაზე

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას –  „ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის“ გამოფენების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო აღწერილობა:

  • სამუზეუმო კოლექციებისა და ექსპოზიციების ცოდნა;
  • ექსპოზიციებთან დაკავშირებით საგამოფენო გრიფის მომზადება და საგამოფენო სამუშაოებში ჩართულობა;
  • საგამოფენო კონცეფციის ფორმირება და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება და კვლევა;
  • მუდმივი და დროებითი გამოფენების სტრატეგიის შემუშავება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • გამოფენების მომზადება და მათი ბიუჯეტის განსაზღვრა შესრულების გრაფიკის, დაგეგმვის, მომსახურებისა და სხვა ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით;
  • მოძრავი გამოფენების ორგანიზება და მათი შემოსავლიანობის მაჩვენებლის გაზრდა;
  • ექსპოზიციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მუდმივი და დროებითი გამოფენების სტრატეგიის შემუშავება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სამაგისტრო ხარისხი სპეციალიზაცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ან სამუზეუმო საქმეში;
  • სამუზეუმო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • მოქმედი კანონმდებლობისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სამუზეუმო და კოლექციონირების ეთიკის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office – Excel, Word);
  • დამთვალიერებელთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • კვლევისა და შესწავლის უნარი;
  • დროის მართვის უნარი, კომუნიკაციისა და მეტყველების კარგი უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გამოცდილება მართვის სფეროში;
  • მუზეუმის დამთვალიერებელთა მოთხოვნილებებისა და ფსიქოლოგიის ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა.

ანაზღაურება: 965 ლარიდან

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ – გამოფენების მენეჯერი

  • რეზიუმე (СV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 აპრილი

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

კანდიდატები გასაუბრების პროცესისთვის შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.