სტაჟირების პროგრამა – თბილისის მუზეუმების გაერთიანება

9x16 1 - სტაჟირების პროგრამა - თბილისის მუზეუმების გაერთიანება

თბილისის მუზეუმების გაერთიანება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამას აცხადებს, რომლის მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ ზრდასრულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეები:

  • გაეცნობიან სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას;
  • გაივლიან სტაჟირებას გაერთიანების ერთ-ერთ მუზეუმში;
  • აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში;
  • მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.

სტაჟირება შესაძლებელია თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და ადმინისტრაციულ სამსახურში:

  • ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი – 2 ადგილი
  • ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი – 2 ადგილი
  • კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი – 2 ადგილი
  • ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი – 3 ადგილი
  • გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი – 2 ადგილი
  • საგანამანთლებლო პროგრამების სამსახური – 1 ადგილი

 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

კანდიდატები გასაუბრების პროცესისთვის შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://tbilisimuseumsunion.ge/

თბილისის მუზეუმების გაერთიანება სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადასცემს ორენოვან სერტიფიკატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

სტაჟირების სამთვიანი პროგრამა დაიწყება 2023 წლის 1 მაისს.