2023 წლის 24 მარტს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპი „მუსიკა და ფერები“ ჩატარდა.
პროგრამაში 25-ე საგანმანათლებლო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, რის შემდეგაც ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს განსხვავებული ხასიათის მუსიკალური ნაწარმოებები, მიიღეს ინფორმაცია ნოტების დასახელებების შესახებ.
საგანმანათლებლო ვორქშოპის მიზანია დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მუსიკალური ნოტები, ფერების ისტორია და მათი ურთიერთკავშირი.