ილიასეული ხუთშაბათობა – “ილია და ტოლერანტობა” – პაატა ზაქარეიშვილის ლექცია

DSC 3807 scaled - ილიასეული ხუთშაბათობა - "ილია და ტოლერანტობა" - პაატა ზაქარეიშვილის ლექცია

2023 წლის 16 მარტს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში პროფესორ პაატა ზაქარეიშვილის საჯარო ლექცია – „ილია და ტოლერანტობა“ გაიმართა.

მოწვეულმა სტუმარმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკის როლზე ისაუბრა XIX საუკუნის ქართულ ეროვნულ და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში, რომ ილიას მარავლაფეროვან წერილებში აქცენტირებულია: სოციალური წესრიგის, პასუხისმგებლობის, ადამიანის უფლებების, შემწყნეარებლობის მნიშვნელობის შესახებ.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ილიას აქტუალურობაზე დღევანდელობაში, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს სამოქალაქო საზოგადოების მთავარ ღირებულებას ისევ შემწყნარებლობა წარმოადგენს, რომ ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში და ამასთან, პასუხისმგებლობაც, რომელიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას გულისხმობს.

„თავის მხრივ, ტოლერანტობის საფუძველს ქმნის განსხვავებული ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება, რაც დემოკრატიული ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების საწინდარი ხდება“- პაატა ზაქარეიშვილი

საჯარო შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ და მუზეუმის თანამშრომლებმა – მოწვეულ სტუმარს მემორიალური მუზეუმი დაათვალიერებინეს და ის მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები გაეცვნეს, რომელიც ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, ეპოქალურ და ისტორიულ კონტექსტს უკავშირდება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.