„მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში”

DSC 7689 scaled - „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში”

2023 წლის 8 მარტს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ Erasmus+_ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში” (SQUARE) პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს მემორიალური მუზეუმი და გაეცვნენ იმ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს, რომელიც ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, ეპოქალურ და ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება.

შეხვედრაზე კონსორციუმის პარტნიორმა ინსტიტუციებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს, იმსჯელეს სამომავლო განვითარების გზებსა და პროექტის განაცხადით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ. უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას უწყობს ხელს.

პროექტი მოიპოვა და წარმატებულად ხორციელდება თსუ-ის კოორდინატორობით, რომლის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება ქართულ უნივერსიტეტებში. პროექტის ფარგლებში, ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშევებენ მესამე მისიის სტრატეგიას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და უზრუნველყოფენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების მეტად ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.

პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან.