თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ სტაჟიორები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
შეხვედრაზე, სტუდტენტებმა იმ გამოცდილების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ამ სამი თვის განმავლობაში მათ მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ სხვადასხვა მემორიალურ სახლ-მუზეუმებში მიიღეს. Ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები მუზეუმის საქმიანობის შიდა პროცესებში (მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებში). მათ შეისწავლეს ფონდების დამუშავების სპეციფიკა, გამოფენების დაგეგმვა-განხორციელება და ასევე დაესწრნენ მუზეუმების შემეცნებით და ინტერაქტიულ ღონისძიებებს.
Მიმდინარე ნაკადში მათ სტაჟირება გაიარეს:
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმში;
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმში.
Სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს სტაჟირების პროცესი, რის საფუძველზეც მათ სერთიფიკატები (ქართულ და ინგლისურ ენაზე) და სარეკომენდაციო წერილები გადაეცათ.