საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპი „მუსიკა და ფერები“

1 scaled - საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპი „მუსიკა და ფერები“

25 თებერვალს, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპი „მუსიკა და ფერები“ ჩატარდა. ვორკშოპის მიზანია სკოლამდელ და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გააცნოს მუსიკალური ნოტები, ფერების ისტორია და მათი ურთიერთკავშირი.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს განსხვავებული ხასიათის მუსიკალური ნაწარმოებები. გაიგეს თუ რა საშუალებებს იყენებენ კომპოზიტორები მუსიკის ჩასაწერად და საიდან მომდინარეობს ნოტების დასახელებები.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს მუსიკალურ ნაწარმოებები, რომელიც ფერადი შუქის მონაცვლეობით სრულდება.