19 თებერვალს ნიქოზის ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.
მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ და მუზეუმის თანამშრომლებმა მათ ილია ჭავჭავაძის ლიტერტაურულ-მემორიალური მუზეუმის ეპოქალური მნიშვნელობა და ისტორიული კონტექსტი გააცნეს.
სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ამავე სახელოვნებო სკოლის პედაგოგები და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია.
შეხვედრის ბოლოს ბავშვებს საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „მუსიკა ილიას სახლში“, ჩაუტარდათ რომელიც XIX საუკუნის საქართველოში, პროფესიული მუსიკის განვითარების ისტორიულ გზას გვაცნობს. პროგრამის ბოლოს, მათ თავად შეასრულეს ხალხური სიმღერები.