17 თებერვალს, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში „კლასიკური მუსიკის საღამო“ გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახლმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის – საფორტეპიანო, ვოკალური და ინსტრუმენტალური განყოფილების სტუდენტები: სანდრო გეგეჭკორი, საბა მიქელაძე, მარიამ შარაშენიძე, თამარ ხმიადაშვილი, ელენე კვანტალიანი, თინათინ მამულაშვილი, ნიცა ბური, ზურაბ ავაგუმაშვილი, ეკა გოგოლიძე, სოფიო ჩხეიძე, მარიამ სარჯველაძე, თამარ დარასელია, ვახტანგ იშხნელი, ქეთი ზარიაშვილი, ანი ანაკიძე, ავთანდილ ჭიკავა, ვალერიან რობანიშვილი, თამარ სურმავა.
შესრულდა მოცარტის, დონიცეტის, დე-ფალიას, როსინის, ვერდის, ლისტის, შტრაუსის, ფალიაშვილის, ამირეჯიბის, ნასიძის, ყანჩელის ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები.