30 იანვარს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები ესტუმრნენ.
მოწვეულ სტუმრებს მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ უმასპინძლა, გააცნო მათ ილია ჭავჭავაძის ლიტერტაურულ-მემორიალური მუზეუმის ეპოქალური მნიშვნელობა და ისტორიული კონტექსტი.
საინფორმაციო/გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ სხვა მემორიალური მუზეუმების საქმიანობისა და იმ მნიშვნელოვანი სერვისების შესახებ, რომლითაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია სარგებლობა, იქნება ეს საგანმანათლებლო პროგრამები თუ მუზეუმების სხვადასხვა აქტივობები.
შეხვედრის ბოლოს მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მუზუმების გაერთიანებაში შემავალ სხვა მემორიალურ მუზეუმებსაც ესტუმრონ და აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუზეუმო ცხოვრებაში.