25 იანვარს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრები და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
აღნიშნული შეხვედრისა და ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფების სამუზეუმო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ინიციატორია საკრებულოს წევრი – ნინო რუხაძე.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს მემორიალური მუზეუმი და გაეცვნენ იმ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს, რომელიც ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, ეპოქალურ და ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება.
საინფორმაციო/გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ნინი სანადირაძემ, მოწვეულ სტუმრებს მუზეუმების გაერთიანების, მათში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა სერვისების შესახებ გააცნო ინფორმაცია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთიკურ უმცირესობათა ერთობა, სოციალიზაცია და სხვადასხვა აქტივობებსა და საგანმანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა“ – ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი