თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას – პროექტების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო აღწერილობა:
- პროექტების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- საპროექტო წინადადებების მომზადება და მართვა;
- პროექტის მართვა – სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- სამუშაოს შესრულების ვადების განსაზღვრა, შესრულების პროცესის მუდმივი შეფასება/კონტროლი;
- ფინანსურ სამსახურთან ერთად პროექტის ბიუჯეტის შედგენა;
- საგრანტო განაცხადების წინასწარი გადარჩევის პროცესის წარმართვა;
- საგრანტო დაფინანსებაზე სააპლიკაციო განაცხადების მონიტორინგი და შერჩევა;
- გრანტით დაფინანსებულ პროექტთა რეგულარული მონიტორინგი;
- საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
- დონორი ორგანიზაციების მოძიება და თანამშრომლობა;
- ფანდრაიზინგისა და ფონდების მოძიების სტრატეგიის შემუშავება;
- გაერთიანების სხვადასხვა საქმიანობის, ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა და მხარდაჭერა;
- გაერთიანების საქმიანობის სხვადასხვა საერთაშორისო პლათფორმებსა და სამეცნიერო წრეებში ინტეგრირება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება პროექტების მართვისა და შესრულების სფეროში;
- კულტურის სფეროს თავისებურების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციების გაკეთების უნარი და საჯარო გამოსვლების მეთოდების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, MS Office Excel, MS Office PowerPoint, MS office Outlook, Google Apps for Business) ცოდნა.
ანაზღაურება: 1200 ლარიდან
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ – პროექტების მენეჯერი
- რეზიუმე (СV);
- სამოტივაციო წერილი;
- ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის სამუშაო უნარ-ჩვევები;
- კანდიდატის მიერ განხორციელებული პროექტების და ღონისძიებების პორტფოლიო ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 თებერვალი
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
კანდიდატები გასაუბრების პროცესისთვის შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
https://www.facebook.com/tbilisimuseums
https://tbilisimuseumsunion.ge/