გიცდიათ მხატვრული ნამუშევრის მიხედვით დროის გამოცნობა?
შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაში „კოლექციონერი“ ჩვენ მოგიყვებით ხელოვნების ისტორიიის მთავარ მოვლენებზე. მხატვრებზე, რომლებმაც შექმნეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნამუშევრები და განსაზღვრეს ეპოქები.
გასწავლით, როგორ განასხვავოთ შესრულების სტილის მიხედვით სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები.
პროგრამის დასასრულს თქვენ თავად გახდებით ლეონარდო და ვინჩის, სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, ვან გოგის და სხვათა ნამუშევრების კოლექციონერი.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „კოლექციონერი“.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
✥ მხატვრული ეპოქებისა და სტილების შესახებ;
✥ განსხვავებებს სხვადასხვა ეპოქის ნამუშევრებს შორის;
✥ მსოფლიო მხატვრების შემოქმედებითი ცხოვრების საინტერესო დეტალებს და მათ ნამუშევრებს;
✥ ხელოვნების ისტორიის მხატვრული პროცესების შესახებ;
✥ საგანმანათლებლო პროგრამა დასრულდება თამაშით – „კოლექციონერი“.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 18
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ.თბილისი, დ. უზნაძის ქ. N2
◈ 577 27 00 45 | (+995 32) 2 305 001