დღიურის წერა კარგი საშუალებაა, ერთი მხრივ, საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად და მეორე მხრივ, იმ ამბებისა და მოვლენების აღსაწერად და მოსაგროვებლად, თავს რომ გადაგხდება ყოველდღიურად..
გიფიქრიათ, რატომ ფასობს ასე ძვირად აუქციონებზე ცნობილი ადამიანების დღიურები, რომელთაგან ბევრი მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად იქცა?
ან რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს უბრალო შუმერელი მოსწავლის ჩანაწერი? რომაელი იმპერატორის მიერ აღწერილი დღის ამბები?
მოემზადეთ დღიურის დასაწერად …
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „წერე დღიური“.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
✥ როდის და სად ვხვდებით დღიურის პირველ ნიმუშებს;
✥ როგორ და რატომ იწერება დღიური;
✥ აუქციონზე გამოტანილი ცნობილი ადამიანების მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დღიურების ისტორიებს;
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 9 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ სამშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. N4
◈ 577 27 00 45 | 577 11 06 11 | (+995 32) 2 305 001