ფოტო ინახავს წამს.. და ფოტო ინახავს მთელ ეპოქას..
ალბათ, ჩვენ ყველას მოგვეპოვება არქივს შემორჩენილი სალონური ფოტოები, რომლებიც ამბებს მოგვითხრობენ – ერთი ფოტო ათას სიტყვას უდრის.
ფოტოგრაფია – ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სინათლით ხატვის ტექნიკას ნიშნავს. ფოტოგრაფია მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა საფრანგეთში, როდესაც ფრანგმა ფიზიკოსებმა გამოსახულების მიღებისა და შენახვის ხერხი აღმოაჩინეს.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ტფილისური ფოტოსალონები“.
პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით კი, ნახავენ და მოისმენენ:
◈ პირველი ფოტოსა და ფოტოაპარატის შექმნის ისტორიას;
◈ ფოტოაპარატების განვითარების ეტაპებსა და სურათების გადაღების ტექნიკებს;
◈ ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს და შეიტყობენ მათი წვლილის შესახებ ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში;
◈ პროგრამა დასრულდება სახალისო ფოტოსესიით.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ თბილისი, გ.ჩახრუხაძის ქ. 17
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ 577 27 00 45 | 599 12 88 82 | 032 2 99 06 99