აივნებიანი ქალაქი

ქალაქი2 - აივნებიანი ქალაქი

XIX საუკუნის ჭრელი ქალაქი, თავისი მრავალფეროვანი კულტურით:

ორთაჭალის ბაღებში მოქეიფე ყარაჩოხელები და ლიტერატურულ სალონში ევროპულ ყაიდაზე შემოსილი საზოგადოება;
ყაბახზე ცხენით მოჯირითენი და ქუჩაში ეტლით მოსეირნენი;
იტალიური ოპერა და აშუღთა ჰანგები;
აღმოსავლური ქალაქის ელემენტები;
აივნები და ბანები;
ევროპული ცხოვრების სტილი.

„სალონური ცხოვრება“ საერთო ინტერესების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების ერთიანობაა.
სალონში ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები, თამაშები…

როგორ შემოიჭრა ევროპა აზიურ ქალაქში?
რა დაკარგა და რა შეინარჩუნა თანამედროვე თბილისმა?

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „აივნებიანი ქალაქი“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი აუდიო და ვიდეომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ XIX საუკუნის თბილისის ისტორიას;
✥ შეიტყობენ საინტერესო ამბებს მუზეუმში დაცული იმ ნივთების შესახებ, რომლებიც სალონური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო;
✥ ჩაერთვებიან სალონური საღამოების თამაშობებში: „ფლირტი“, „ფანტი“…

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 8 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ შაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
◈ 577 27 00 45 | 599 12 88 82 | (+995 32) 2 305 001