მარკების საიდუმლო ენა

საიდუმლო ენა 1 - მარკების საიდუმლო ენა

კაცობრიობის ისტორიაში საუკუნებიის მანძილზე ინფორმაციის გავრცელების ძირითად საშუალებას წერილობითი გზავნილები წარმოადგენდა.

საფოსტო მომსახურების დახვეწასთან ერთად თანდათან იცვლებოდა მომსახურების ფორმებიც. თუმცა XIX საუკუნის შუა წლებამდე მსოფლიოში არ არსებოდა წერილის ღირებულების აღმნიშვნელი საფოსტო მარკა. მისმა შექმნამ მნიშვნელოვნად გაამარტივა საფოსტო მომსახურება. მოგვიანებით მარკებს სხვა დატვირთვაც მიეცათ  –  გაჩნდა „მარკების საიდუმლო ენა“, რომელიც შეყვარებულთა კომუნიკაციის ერთგვარ საშუალებას წარმოადგენდა და გავრცელებული იყო ახალგაზრდებში ჯერ ევროპაში, შემდეგ კი რუსეთში. დღეს საფოსტო მარკები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მასზე აისახოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ცნობილი პიროვნებები, კულტურული და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები, ფლორის, ფაუნის ნიმუშები და სხვა. გასულ საუკუნეში მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობით სარგებლობდა მარკების შეგროვება – ფილატელია. მსოფლიოში გამოცემული პირველი მარკები სწორედ ფილატელისტთა წყალობით იქცნენ დღეს ძვირადღირებულ უნიკუმებად.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ნახავენ და მოისმენენ:

✥ რატომ, რა მიზნით და სად შეიქმნა პირველად საფოსტო მარკები მსოფლიოში;
✥ XIX საუკუნეში საქართველოში შექმნილი პირველი საფოსტო მარკის „ტიფლისის უნიკას“ შექმნის ისტორიას;
✥ მარკების კოლექციონერობაზე – ფილატელიაზე;
✥ საინტერესო ისტორიებს მარკების შესახებ;
✥ ინფორმაციას მსოფლიოში უნიკალური და ძვირადღირებული მარკების შესახებ.

პროგრამა სრულდება ინტერაქტივითა და მონაწილეთა ჩართულობით.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 9 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ პარასკევი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი. ივანე  ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ 577 27 00 45 | 595 08 36 93 | (+995 32) 2 305 001