თოჯინების ისტორია

image0 - თოჯინების ისტორია

ალბათ, ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, როდის გაჩნდა პირველი სათამაშო..

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათამაშო კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან არსებობდა და ყველა ერი მას თავისებურად ქმნიდა.
მაგალითად, ეგვიპტელები მათ ხისგან ამზადებდნენ, იაპონელები – ქაღალდისაგან, გერმანელები კი – ფაიფურისაგან.

რაც შეეხება საქართველოს, აქ „დედოფალა“ სარიტუალო წეს-ჩვეულებების განუყოფელი ნაწილი იყო.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „დედოფალა“ ბავშვის ან ზოგადად ადამიანის მსგავსად გაკეთებულ სათამაშოს ნიშნავს.

საინტერესოა, როგორ ამზადებდნენ ტრადიციულ დედოფალებს საქართველოში?

თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „თოჯინების ისტორია“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ საინტერესო ფაქტებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ;
✥ სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიებს;
✥ ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორიას;
✥ გაეცნობიან მეთოჯინის პროფესიას;
✥ პროგრამის ბოლოს მონაწილეები თავად შექმნიან ქართულ ტრადიციულ დედოფალებს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 5 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ.თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
◈ 577 27 00 45 | 595 08 36 93 | (+995 32) 2 305 001