„ერთს ტფილისურ მაღაზიაში შევიდა კნეინა და ბარხატნი ნაჭერი იკითხა.
კუპეცმა უპასუხა:
– რომელი ცვეტნი მოგართვათ?
– გოლუბოვი და კარიჩნი, კლეჩატი საროჩკები ხომ არ გაქვთ?
– როგორ არა კნეინაჯან! სხვა ხომ არა გნებავთ – რა? მაქვს ნაირ-ნაირი საიუბკე მატერიები, სულ ახლადჩამოტანილი…
– არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდე, სულ რამდენი უნდა მოგართვათ?
– თითოზე დვა რუბლი გენაცვა.
– აი, ინებეთ.
– დიდად გმადლობ კნეინაჯან! კრძალვით მომიკითხე ოჯახობა”.
ამ და მსგავს დიალოგს მოისმენდით XIX საუკუნის თბილისში, კერძოდ კი, გოლოვინის პროსპექტზე.
გოლოვინის პროსპექტი თბილისის მთავარ ქუჩას, დღევანდელი რუსთაველის გამზირს ერქვა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „გოლოვინი…ოპერიდან ოპერამდე“.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
✥ XIX საუკუნის ტფილისის საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას;
✥ გოლოვინის პროსპექტზე მდებარე შენობების ისტორიას;
✥ „მოინახულებენ“ იმდროინდელი ტფილისის პოპულარულ კულტურულ-დასასვენებელ ადგილებს;
✥ ბოლოს მონაწილეები თავად „შექმნიან“ გოლოვინის პროსპექტს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ სამშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
◈ 577 27 00 45 | 593 90 94 16 | (+995 32) 2 305 001