დაფიქრებულხართ, რატომ და როგორ ხდება ჩვეულებრივი ნივთი სამუზეუმო ექსპონატი?
და ერთი შეხედვით მშვენიერ, მარტივ, სადა და მოხდენილ ნივთს როგორ შეუძლია გვიამბოს იმ ეპოქაზე, რომელშიც ის დაიბადა?
იცით, ექსპონატებად ქცეული ნივთები, ხშირად ჩუმი მოსაუბრეები არიან, მაგრამ თავიანთ თავში უამრავ ისტორიას იტევენ..
ზოგიერთი მათგანი უკარებაა, ზოგი კი – თავმდაბალი.
უყვართ დაკვირვებული თვალი, თუმცა შეხებას ერიდებიან.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „გააცოცხლე ექსპონატი“.
ეს არის პროგრამა, რომელიც დროში გამოგზაურებთ..
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
✥ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების საინტერესო ისტორიებს.
✥ პროგრამის ბოლოს მონაწილეები თავად შექმნიან სამუზეუმო ექსპონატებს.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 8 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
◈ 577 27 00 45 | 599 12 88 82 | (+995 32) 2 305 001