ალტამირადან ბენქსიმდე

new ალტამირადან ბენქსიმდე - ალტამირადან ბენქსიმდე

რას გულისხმობს ნახატი და როდის დაიწყო ადამიანმა ხატვა?

ხატვა ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კაცობრიობის განვითარების ისტორიაში თვითგამოხატვის ყველაზე პოპულარულ საშუალებად ჩამოყალიბდა.

XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე პალეოლითის ხანის მღვიმური ფერწერისა და გრაფიკული ნახატების (პეტროგლიფების) მთელი სერია აღმოჩნდა, რომელიც ძვირფას მასალას გვაწვდის ათასწლეულების წიაღში – პირველყოფილი საზოგადოების ყოფის, სამეურნეო საქმიანობის, სულიერი სამყაროს, მსოფლმხედველობის, სოციალური ურთიერთობების შესახებ.

XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ბეჭდვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ და პოპულარული ჟურნალების გავრცელებამ ილუსტრაციის ბუმი გამოიწვია. ილუსტრაციებთან არის დაკავშირებული ვიზუალური ხელოვნების ფორმის-კომიქსის ჩამოყალიბება, რომელიც გამოსახულებისა და ტექსტის კომბინაციისაგან შედგება.

XXI საუკუნის ადამიანი განსხვავებით წინა საუკუნეებისგან გამოხატვის ფორმად სხვადასხვა მედიას ირჩევს. აქტუალური ხდება სოციალური თემატიკის გაჟღერება, რასაც კარგად გადმოსცემს გრაფიტი – ქუჩის მხატვრობა, რომელიც ბოლო პერიოდში ხელოვნების ცალკე მიმართულებად იქცა და ურბანიზმის ყველაზე საინტერესო სუბკულტურად ჩამოყალიბდა.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის  გამოყენებით ნახავენ და გაეცნობიან:

✥ კედლის მხატვრობის ისტორიულ კონტექსტსა და პირველი ადამიანის ვიზუალურ შესაძლებლობებს;
✥ ილუსტრაციის შესაძლებლობებსა და ხერხებს;
✥ კომიქსისა და გრაფიტის ხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას.

დასასრულს მონაწილეები სხვადასხვა საკომუნიკაციო ხერხის გამოყენებით შექმნიან ნამუშევრებს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 10 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ხუთშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7
◈ 577 27 00 45 | 595 08 36 93 | (+995 32) 2 305 001