„ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, ჰიმნი და დროშაა, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა“ – წერდა ნოდარ დუმბაძე.
წარმოუდგენელია სახელმწიფო ჰიმნის გარეშე. მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილ ეროვნულ ჰიმნებად საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნები მიიჩნევა. ისინი პატრიოტული სიმღერებია, რომლებსაც კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილს.
ჰიმნი, საუკეთესო შემთხვევაში ერის უპირველეს მუსიკალურ ჰიტად უნდა იქცეს, ის აუცილებლად მოგვითხრობს ამბავს.
თითოეულ ამბავს კი თავისი სათქმელი აქვს, ზოგჯერ ფარული, ზოგჯერ – საკმაოდ აშკარა.
გაინტერესებთ, ჰიმნის ისტორია?
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ჰიმნი”.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
✥ „ჰიმნის“, როგორც მუსიკალური ჟანრის ისტორიასა და სპეციფიკას;
✥ სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნს;
✥ საქართველოს ძველ და ახლანდელ ჰიმნებს;
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავად შეასრულონ საქართველოს ჰიმნი;
პროგრამა სრულდება სახალისო ვიქტორინით.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 8 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ ოთხშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
◈ 577 27 00 45 | 593 90 94 16 | (+995 32) 2 305 001