ფოლკლორის სამყარო

.jpg - ფოლკლორის სამყარო

1903 წლის ივლისში სვანეთში გამგზავრებამდე ზაქარია ფალიაშვილი თავისი ფონოგრაფით ქუთაისში ნათესავს ესტუმრა, რომელსაც იმდენად დაუჯერებელად ეჩვენა ამ მოწყობილობით სიმღერების ჩაწერა, რომ კომპოზიტორი ექსპედიციიდან მასთან შევლას დაპირდა. ასეც მოიქცა და ნათესავიცა და მისი მეზობლებიც სვანური სიმღერების ჩანაწერებით განცვიფრებული დატოვა.

და მაინც, როგორ მოაღწია ჩვენამდე ქართულმა ხალხურმა სიმღერამ?

ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე, რომელიც ქართული ფოლკლორის სამყაროს უკავშირდება, ისეთ პასუხებსა და ამბებს მოისმენთ, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებენ…

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ფოლკლორის სამყარო“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ საინტერესო ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური საკრავების ჟღერადობას და გაეცნობიან მათი შექმნის ისტორიას;
✥ ქართულ ხალხურ სიმღერებს საკრავების თანხლებით;
✥ პროგრამა დამთავრდება გუნდებს შორის სახალისო შეჯიბრებებით.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 8 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ პარასკევი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
◈ 577 27 00 45 | 593 90 94 16 | (+995 32) 2 305 001