იყო და არა იყო რა…იყო ზღაპარი – სამყარო, სადაც დიდები და პატარები ერთად მოგზაურობენ..
ამ ჯადოსნურ სამყაროში ბოროტებაზე ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს, სიყვარულისთვის, პატარა გოგონასაც კი, სასწაულის ჩადენა შეუძლია…
და, სადაც თოჯინებიც კი ცეკვავენ… ზღაპარი შეგიძლია ცეკვით „წაიკითხო“ და თან ისე, რომ მის გმირებთან ერთად განიცადო, გაიმარჯვო, ულამაზეს და ფერად სამყაროში აღმოჩნდე და იყო ძალიან, ძალიან ბედნიერი.
გაიცნო შაქარყინულის ფერია, მარციპანის მწყემსები, ესპანელი, ფრანგი, ჩინელი თოჯინები და ყვავილების გრაციოზული ვალსის ფონზე, თავად შექმნა საკუთარი ზღაპარი, ბალერინები თუ ზღაპრის გმირები..
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
✥ ბალეტის და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორიას;
✥ მაკნატუნას თავგადასავალს და თავად გახდებიან ზღაპრის ავტორები.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა:20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 6 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ პარასკევი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23
◈ 577 27 00 45 | (032) 2 30 50 01