იალქნებიდან სამოსამდე

სამოსამდე - იალქნებიდან სამოსამდე

,,ცოტა ხანი ვიმუშავე ლივაის მაღაზიაში, ნამეტარი მდიდარია იმსიმაგრე შარვალს კერავს, რუმ მეინდომო, ვერ დახევ, თანაც ჩასაცმავია კაი”.

წერდა XIX საუკუნის ბოლოს ამერიკაში მყოფი უცნობი გურული მოჯირითე საკუთარ დღიურში.

მიუხედავად ჯინსის ხანმოკლე „ბიოგრაფიისა“, მილიონობით ადამიანის აზრით, ყველაზე მოსახერხებელ და დემოკრატიულ სამოსთა სიაშია და თავისუფლების სიმბოლოდაა აღიარებული.
კაპიტალისტური ქვეყნებიდან „რკინის ფარდაში“ შემოღწეულმა აკრძალულმა და არატრადიციულმა სამოსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს შეიძინა.
დღეს უკვე ძნელად იპოვით ადამიანს, ვის გარდერობშიც ჯინსი არ ინახება.

✥ გაინტერესებთ როგორ შეიქმნა ჯინსი?
✥ ვინ შექმნა ის და როდის და რატომ გახდა ასეთი მოდური?
✥ როგორი ისტორიები ახლავს ჯინსის შემოსვლას საქართველოში?
✥ რას უკავშირდებოდა საბჭოთა სისტემაში თავისუფლების სიმბოლოები?

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „იალქნებიდან სამოსამდე“. 

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

✥ როგორ გახდა გემის იალქანი ჯინსის წინამორბედი;
✥ რატომ გახდა ჯინსი თავისუფლების სიმბოლო;
✥ „რკინის ფარდის“ ისტორიები და თავისუფლების მნიშვნელობა.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
◈ ასაკობრივი ჯგუფი: 12 წლიდან
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ სამშაბათი, 15:00 საათი
◈ ღირებულება: 10 ლარი
◈ ქ.თბილისი, დ. უზნაძის ქ. N2
◈ 577 27 00 45 | 555 44 22 01 | (+995 32) 2 305 001