მუსიკა და ფერები

musika da ferebi app scaled - მუსიკა და ფერები

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპის „მუსიკა და ფერები“ მიზანია გააცნოს სკოლამდელ და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მუსიკალური ნოტები, ფერების ისტორია და მათი ურთიერთკავშირი.

ფერები ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ისინი სამყაროს აღქმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას, გრძნობებს, განწყობას და სხვადასხვა ემოციას უკავშირდება. თუ ფერები წარსულში რიტუალურ დატვირთვას ატარებდა, დროთა განმავლობაში  ახალ დანიშნულებას და მნიშვნელობას იძენს.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ განსხვავებული ხასიათის მუსიკალურ ნაწარმოებებს. გაეცნობიან თუ რა საშუალებებს იყენებენ კომპოზიტორები მუსიკის ჩასაწერად. საიდან მომდინარეობს ნოტების დასახელებები.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მოისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც   ფერადი შუქის მონაცვლეობით სრულდება.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. პროგრამაში მონაწილეობისათვის წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20

◈ შაბათი:  16:00 საათი

◈ ასაკობრივი ჯგუფი: 6 წლიდან

◈ ხანგრძლივობა: 120 წუთი

◈ ღირებულება: 10 ლარი

◈ თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N10

◈ 577 27 00 45 | 593 90 94 16