თავისუფალი გზავნილები

გზავნილები scaled - თავისუფალი გზავნილები

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპის  „თავისუფალი გზავნილები“ მიზანია შედგეს ინტერაქტიული დიალოგი დაინტერესებულ პირებთან თავისუფალი აზრის გამოხატვის ფორმებსა და შესაძლებლობაზე და  შექმნან თავისუფალი გზავნილები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სათქმელის გამოხატვის განსხვავებულ ფორმებს ხელოვნებაში;

 

როგორ იქცა უძველესი კედლის მხატვრობა პროტესტისა და აზრის გამოხატვის საშუალებად;
როგორ გადაიქცა პროტესტის გამოხატვის ფორმა ხელოვნებად;
რა სათქმელს იტევს Street Art-ის თავისუფალი გზავნილები.

 

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები ვიზუალური მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაეცნობიან სათქმელის გამოხტავის ფორმების ტრანსფორმაციის ისტორიას და თავად შექმნიან სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო ნიმუშებს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

პროგრამაში მონაწილეობისთვის წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.

 

◈ სამშაბათი:  16:00 საათი

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15

◈ ასაკობრივი ჯგუფი: 14 წლიდან

◈ ხანგრძლივობა: 120 წუთი

◈ ღირებულება: 10 ლარი

◈ თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17

◈ 577 27 00 45 | 599 12 88 82