აღბეჭდილი წამი

წამი აპპ scaled - აღბეჭდილი წამი

გალაქტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პრაქტიკული ვორქშოპის  „აღბეჭდილი წამი“  მიზანია მონაწილეებს აჩვენოს, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში „შეენახათ“ დრო,  გაეჩერებინათ წამი და აღებეჭდათ მსოფლიო ისტორიის ესა თუ ის   მოვლენა.

დროის ფენომენი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და მნიშვნელოვანი იდეაა კაცობრიობის ისტორიაში. მასზე უძველესი დროიდან დღემდე მრავალი ფილოსოფოსი, ხელოვანი, მწერალი თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ფიქრობდა, საუბრობდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვიზუალური, მასალისა და თაანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაეცნობიან მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევებსა და სხვადასხდვა ეპოქაში „დროის აღბეჭდვის“ განსხვავებულ ფორმებს.  მონაწილეები საკუთარი ხელით „გააცოცხლებენ“ გალაკტიონის ეპოქას და აღბეჭდავენ მუზეუმში გატარებულ დროს, „შეაჩერებენ“ კონკრეტულ,  მათთვის შთამბეჭდავ  წამს.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. პროგრამაში მონაწილეობისათვის წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20

◈ პარასკევი:  16:00 საათი

◈ ასაკობრივი ჯგუფი: 12 წლიდან

◈ ხანგრძლივობა: 120 წუთი

◈ ღირებულება: 10 ლარი

◈ თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. N4

◈ 577 27 00 45 | 577 11 06 11