შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “კოლექციონერი”

IMG 8131 scaled - შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა "კოლექციონერი"

თბილისის მუზეუმების გაერთიანება კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2022 წლის 8 დეკემბერს ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამის “კოლექციონერი”-ს წარდგენა გაიმართა.

სამუზეუმო განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამის ჩატარებით, რისთვისაც იგი მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს.

საგანმანათლებლო პროგრამის „კოლექციონერი“ წარდგენა მხატვართა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

პროგრამის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ინტერაქციული მეთოდითა და პრაქტიკული აქტივობებით შეესწავლათ, თუ როგორ განასხვავონ შესრულების სტილის მიხედვით სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მხატვრული ნამუშევრები.

პროგრამის დასასრულს თითოეული მონაწილე თავად გახდა ლეონარდო და ვინჩის, სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, ვან გოგის და სხვათა ნამუშევრების კოლექციონერი.