“ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია” (LEAD) პროექტის პრეზენტაცია

cover IMG 7658 scaled - "ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია" (LEAD) პროექტის პრეზენტაცია

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ნორვეგია ხმას იმაღლებენ საქართველოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დასაცავად. ახალი ინიციატივა ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია (LEAD) ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და სოციალურ ცვლილებებს, რომლებიც დისკრიმინაციის დაძლევასა და ადამიანის უფლებების სრულფასოვან დაცვას განაპირობებს.

LEAD პროექტის საჯარო წარდგენა 2022 წლის 5 დეკემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენმა და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.