EMYA 2023 ნომინირებულთა სია

DSC 6575 museum - EMYA 2023 ნომინირებულთა სია

დღეიდან ცნობილია ოცდაცამეტი ნომინირებული მუზეუმის სია, რომელიც 2023 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსზე (EMYA2023) არის წარდგენილი, მათ შორისაა თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიც.

EMYA2023 წლიური კონფერენცია და დაჯილდოვების ცერემონია 3-6 მაისს ბარსელონაში გაიმართება.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, მასპინძელი ორგანიზაცია MUHBA ბარსელონის ისტორიის მუზეუმი. EMYA2023 წლიური კონფერენცია და დაჯილდოების ცერემონია EMYA-ს საზოგადოების წევრებს, მათ შორის ყოფილ კანდიდატებს, პარტნიორებსა და მეგობრებს გააერთიანებს.