მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

BP 2 9x16 1 - მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

პროექტი დაფინანსებულია bp-ის მიერ სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში. იგი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს მას გააფართოვოს აუდიოტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.

პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

1. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე არსებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის აღჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით, რაც შესაძლებლობას მისცემს ლაბორატორიას გააფართოვოს საქმიანობა კოლექციებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია – რესტავრაციის კუთხით და ასევე გაუწიოს მომსახურება სხვა მუზეუმებს;

2. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში ორენოვანი აუდიო გიდის სისტემის დანერგვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს. აუდიო გიდების მეშვეობით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური.

3. თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციის და ვიზიტორთა, თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვის მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო ვიდეო რგოლების დამზადება და მათი გავრცელების ხელშეწყობა.

 

პროექტი 10 თვეს გასტანს და განხორციელდება შემდეგ პერიოდში: ოქტომბერი, 2022 – აგვისტო, 2023.