24 ნოემბერს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ფარგლებში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში გაიმართა ქართველი მწერლისა და მეცნიერის, ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევარის როსტომ ჩხეიძის საჯარო ლექცია – „ლექსები პროზად“.
ღონისძების ფარგლებში როსტომ ჩხეიძემ წაიკითხა მინიატურები, რომელიც უჩვეულო სტილური მანერით ხასიათდება.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში.