ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სცენარის განვითარების სემინარი (Tbilisi Script Seminar) 2022 წლის 7-20 ნოემბერს გაიმართება.
სემინარის სერიას უძღვებიან ლატვიელ-ამერიკელი რეჟისორი ბორის ფრუმინი, ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლის ყოფილი ასოცირებული პროფესორი და ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
პროექტი ხორციელდება ეროვნული კინოცენტრის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და “თიბისი კონცეპტის” მხარდაჭერით.
ბორის ფრუმინი და ლევან კოღუაშვილი წლებია წარმატებით თანამშრომლობენ და ერთად შექმნეს სამი ფილმი: „ქუჩის ბიჭები“, „შემთხვევითი პაემნები“ „მეოთხე ბრაიტონი“. უკანასკნელი ნიო ორკის ტრიბეკას კინო ფესტივალზე დაჯილდოვდა.